17 მარტს Apple წარმოგვიდგენს iPhone OS 3.0-ს

სამშაბათს, 17 მარტს, Apple ჩაატარებს ღონისძიებას მასმედიის წარმომადგენლებისათვის, რომელზეც წარმოდგენილი იქნება iPhone OS 3.0 — ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია iPhone-ისა და iPod touch-ისათვის.

სრულიად შესაძლებელია, რომ ამასთან ერთად Apple-ი განაახლებს ამ ოს-ისათვის პროგრამული უზრუნველყოფის დაწერის ხელსაწყოებს. მოსალოდნელია, რომ iPhone SDK-ში ბოლო-ბოლო დაამატებენ ცვლილებებს, რომლებიც დაეხმარებათ ავტორებს თავიანთ პროგრამებში დაამატონ push-შეტყობინებების მხარდაჭერა. შეგახსენებთ, რომ ამ ტექნოლოგიის გარეშე შეუძლებელია პროგრამის (მაგალითად მყისიერი შეტყობინებების პროგრამები) მუდმივად ხაზზე ყოფნის რეჟიმში მუშაობა.

გასულ წელს Apple-მა ასევე მარტში გამართა ღონისძიება, რომელზეც წარმოადგინა iPhone OS-ის ახალი ვერსია და აგრეთვე iPhone SDK.

ღონისძიება შედგება კომპანიის შტაბ-ბინაში კუპერტინოში.