საძიებო მოთხოვნები სიტყვა iPhone-ის გამოყენებით რამდენჯერმე გაიზარდა

კვლევითი ფირმა Hitwise-ი იტყობინება, რომ 26 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით საძიებო მოთხოვნებმა სიტყვა iPhone-ის გამოყენებით მოიმატა 583 პროცენტით.

ძიების შედეგად, მომხმარებლები ყველაზე ხშირად გადადიოდნენ Apple-ის საიტზე – 54,4%. მეორე ადგილზეა AT&T. ხუთეულში აგრეთვე შედიან Wikipedia, Engadget და My Space. ყველაზე მეტად მომხმარებლები ეძებენ ინფორმაციას ფასების და გაყიდვების დაწყების შესახებ.

Hitwise-ი აგრეთვე აღნიშნავს, რომ Apple-ის საიტის დამთვალიერებელთა რაოდენობა გაიზარდა 185 პროცენტით.