ჭორი: Apple-ი გამოუშვებს iPod-ს სენსორული ეკრანით

მსოფლიო ქსელში გამოჟონა ინფორმაციამ, რომ კომპანია Apple-მა უახლოეს ხანში შეიძება გამოუშვას ახალი iPod-ი ვიდეოს მხარდაჭერით და სენსორული ეკრანით.

როგორც იუწყება DigiTimes-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, ახალი დამკვრელები წარმოდგენილი იქნება შემდეგ თვეს. არსებული ინფორმაციით, ამ მოწყობილობების ეკრანებს გამოუშვებს ტაივანური კომპანია Wintek-ი. თუმცა, არც Apple-ი, არც Wintek-ი DigiTimes-ის შეტყობინებას ჯერ არანაირად არ ადასტურებენ.

ამ დროს ინტერნეტში არ წყდება დისკუსია კომპანია Apple-ის მიერ iPhone-ის ახალი მოდელების გამოშვების შესაძლებლობის შესახებ. რამდენიმე დღის წინ ჩვენ უკვე გაუწყეთ ეს ამბავი.

თუმცა, Reuters-ის ინფორმაციით, ზოგიერთი ანალიტიკოსი არ იზიარებს ჩენგის აზრს. კერძოდ, ბილ შოუპი, რომელიც აგრეთვე JP Morgan-ის მუშაკია, ვარაუდობს, რომ იაფი მოდელის გამოშვება Apple-თვის არახელსაყრელი იქნება. შოუპი ხაზს უსმევს ფაქტს, რომ ჩენგის წყაროებს სჭირდება საფუძვლიანი გადამოწმება. შოუპის აზრით, Apple-ი გამოუშვებს iPhone-ის გაუმჯობესებულ ვერსიას მესამე თაობის ქსელების მხარდაჭერით. მაგრამ ეს ალბათ ამ წელს არ მოხდება.