მყიდველებს მოსწონთ iPhone-ი

USA Today აღნიშნავს, რომ მობილური ტელეფონის პირველი მომხმარებლები ძალზედ კმაყოფილები არიან შენაძენით.

ერთ-ერთმა პირველმა გამოკვლევამ, რომელიც ჩაატარა კალიფორნიულმა ფირმამ Interpret, აჩვენა, რომ გამოკითხულთა 90% ძალიან (”extremely” ან “very”) კმაყოფილია ტელეფონის, ხოლო მათ შორის 85%, რეკომნდაციას გაუწევს თავის ნაცნობებს, რომ მათაც შეიძინონ iPhone. სულ გამოიკითხა ტელეფონის 1000 მფლობელი 6-დან 10 ივლისის ჩათვლით.

აღნიშნულ გამოკვლევაში მოცემულია სხვა საინტერესო ციფრებიც. ტელეფონის 51% მფლობელისხვა ოპერატორებისაგან გადმოვიდნენ AT&T-ში, ამათგან 35% გადაუხადეს საჯარიმო თანხები ძველ ოპერატორებს საშუალოდ $167 ოდენობით. iPhone-ის მფლობელები გადაიხდიან საშუალოდ $35 მეტს, ვიდრე ადრინდელი კონტრაქტების მიხედვით.

მომხმარებელთა 30%-მა პირველად შეიძინა Apple-ის პროდუქცია, ხოლო 40%-თვის iPhone-ი გახდა პირველი iPod დამკვრელი.

წყარო: USA Today