Apple-მა გამოუშვა Safari 3.0.3

Apple-მა გამოუშვა განახლებული ბეტა-ვერსია – Safari 3.0.3 Mac OS X 10.4 Tiger, Microsoft Windows XP და Vista ოპერაციული სისტემებისათვის.

განახლებულ ვერსიაში გამჯობესებულია მუშაობის სტაბილურობა და აღმოფხვრილია ზოგიერთი უწესრიგობა.

Safari-ს საბოლოო ვერსია შევა Mac OS X – 10.5 Leopard-ის შემადგენლობაში, რომელიც, როგორც ვიცით, ოქტომბერში გამოვა. როგორც სჩანს, მასთან ერთად გამოვა Windows-ვერსია.

ახალი ვერსიის ჩამოტვირთვა შესაძლებელია აქედან.

წყარო: Apple