გამოვიდა პირველი OSX-პროგრამა iPhone-თვის

დამოუკიდებელი პროგრამისტების ჯგუფმა შეძლო შეექმნა მათი მტკიცებით პირველი, „მშობლიური“ პროგრამა Apple iPhone-თვის, რომელიც არ იყენებს Web 2.0 ტექნოლოგიებს და აქვს საკუთარი ხატულა მთავარ მენიუში.

პროგრამა, რომლის სახელია MobileTerminal, წარმოადგენს ტერმინალის ემულატორს. პროგრამისტებმა შეძლეს მისი შექმნა Apple-ის SDK (software development kit) გარეშე.

ამჟამად პროექტის საიტი განთავსებულია Google Code-ის სერვისის ერთ-ერთ გვერდზე, თუმცა უცნობია, თუ როგორ მოეკიდება Apple-ი ასეთ წამოწყებას და ხომ არმოითხოვს Google-გან აღნიშნული გვერდის წაშლას (ამიტომ სანამ გვიან არაა დავესიოთ!).

პროგრამის ავტორებმა YouTube-ზე განათავსეს ვიდეორგოლი, რომელშიც ნაჩვენებია MobileTerminal-ის მუშაობა.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=GnaFdu9yMqQ[/youtube]

პროგრამის საიტი განთავსებულია აქ.