წარმოგვიდგენს დღეს Apple-ი ახალ iMac-ს $1199-ად?

როგორც ადრე უკვე ავღნიშნეთ, დღეს, 7 აგვისტოს, Apple-ი გამართავს თავის შტაბ-ბინაში, კუპერტინოში სპეციალურ ღონისძიებას პრესისათვის, რომლის თემაც იქნება ანონსები Mac-თან დაკავშირებით.

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ინტერნეტში ვრცელდებოდა ჭორები, რომ ამ ზაფხულს Apple-ი, ბოლო-ბოლო, განაახლებადა iMac-ს და წარმოგვიდგენდა ახალ მოდელებს ულტრათხელი კორპუსით და ალუმინის სტილით.

ვებ-საიტის MacRumors ინფორმაციით, ახალი iMac-ბის ფასები ა.შ.შ-ში იქნება $1199, $1499 და $1799 კონფიგურაციებისათვის Good, Better და Ultra. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ფასები ა.შ.შ.-ში iMac-ზე შეადგენს $999, $1199, $1499 და $1999. საწყისი ფასის მომატება მეტყველებს იმაზე, რომ ახალ მოდელებში აღარ იქნება iMac-ი 17” დისპლეით, თუმცა, მეორეს მხრივ, გამორიცხული არაა, რომ Apple-ი წარმოგვიდგენს low-end-მოდლეს ოდნავ მოგვიანებით.

წყარო: MacRumors