დღეს განახლდება .Mac-ი?

დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში Apple-ი, როგორც სჩანს, რაღაც ანონსს გააკეთებს, რომელიც .Mac სერვისს შეეხება.

ამაზე აშკარად მეტყველებს განცხადება, რომელიც გაჩნდა სერვისის საიტზე: „გეგმიური მომსახურების გამო, .Mac-ის ზოგიერთი სერვისი დროებით ხელმისაწვდომი არ იქნება მომხმარებლებისათვის 2007 წლის 7 აგვისტოს 10 საათიდან 12 საათამდე. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის“ (”Due to scheduled maintenance, .Mac members might be intermittently unable to access some .Mac services from 10 AM to 12 PM PDT on 08/07/2007. We apologize for any inconvenience.”).

მითითებული დროს ზუსტად ემთხვევა დღევანდელი ღონისძიების თარიღს, რომელიც გაიმართება Apple-ის შტაბ-ბინაში, კუპერტინოში.

ბოლო დროს .Mac სერვისი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი მომსახურებაზე ფასი/ხარისხი თანაფარდობის გამო. ამასწინდელ ერთ-ერთ ინტერვიუში სტივ ჯობსმა პირობა დადო, რომ Apple-ი უახლეს ხანში გაანხლებდა სერვისს.