Apple-მა გამოუშვა RAID-ადაპტერი Mac Pro-სათვის

Apple-მა გაზარდა დამატებითი კომპონენტების დაყენების შესაძლებლობა Mac Pro სამუშაო სადგურებში, გამოუშვა რა RAID-კონტროლერი, რომელიც PCI Express სლოტში ჯდება.

RAID-კონტროლერი შესაძლებლობას იძლევა გამოვიყენოთ დისკური მასივები RAID 0 (stripping), RAID 1 (mirroring), RAID 0+1 და RAID 5. ამის გარდა, ახალი კონტროლერს შეუძლია იმუშაოს Enchanced JBOD რეჟიმში, რომელიც, მართალია არ არის RAID-დონე, შესაძლებლობას იძლევა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად და მოხერხებულად გადავიდეთ RAID-მასივების გამოყენებაზე.

ადაპტერის ღირებულება Apple-ის ვებ-მაღაზიაში არის $999, თუმცა მისი შეძენა შესაძლებელია მხოლოდ როგორც შეკვეთილი კომპიუტერის დამატებითი მოდული.

წყარო: Apple