iPhone-ისათვის უკვე მზადაა მოდური შალითები

ცნობილმა ესპანურმა ფირმამ Piel Frama-მ უკვე დაიწყო მოდური შალითების დამზადება iPhone-ისათვის. ხარისხიანი ტყავი, რამოდენიმე ფერის (Apple-ისთვის ტრადიციული კაშკაშა მწვანეს და ვარდისფერის ჩათვლით).

ფასი — 60 ევრო.

სტილის მოყვარულთათვის — სირაქლემას და ნიანგის ტყავი.

ყველა შალითა აღჭურველია მოსახერხებელი და საიმედო ქამრის დამჭერით, რაც შესაძლებლობას იძლევა ვიყოთ დარწმუნებული, რომ შალითა არ დაიკარგება.

მწარმოებელი ყოველი შემთხვევისათვის გვთავაზობს აგრეთვე საავტომობილო დამჭერსაც.

შეიძლება შემეკითხოთ, კი მაგრამ, რაში გვჭირდება ეს ყველაფერი ჩვენ, საქართველოში? აქ ხომ არ არის iPhone-ი?

ზამთარმდე მოიცადეთ…