Categories
Apple ყველა სტატია

განახლებების აღლუმი: პარასკევის დაგვიანებული მიმოხილვა

პარასკევმა, 10 აგვისტომ, ნაყოფიერად დააგვირგვინა მთელი კვირის განმავლობაში კუპერტინოდან მომდინარე ახალი ამბების ნაკადი: Software Update-ი ლამის გაწითლდა გადახურებისაგან. პირველი განახლება აღმოჩნდა პროფესიული მაკბუკებისათვის, Apple-მა მათთვის გამოუშვა

MacBook Pro Software Update 1.1 (14,7 მბაიტი) – როგორც ანოტაცია გვატყობინებს, განახლება თავიდან მოგაშორებთ რამოდენიმე გლუკს და გააუმჯობესებს ამ პორტატულ კომპიუტერზე Motion 2 და Motion 3 პროგრამების მუშაობის სტაბილურობას.

Apple-ის პროგრამისტებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ ახალი ალუმინის კლავიატურები – ახალი მოწყობილობის ყველა მაკ-მომხმარებელმა (ახალი iMac-ების მომხმარებლებს ეს არ ეხებათ) უნდა გადმოქაჩოს განახლება

Keyboard Software Update 1.1 (სისტემა OS X 10.4.10 ან უფრო ახალი).