ორი სიტყვით: OS X-ის თემების ახალი კონკურსი, Doom-ი iPhone-ზე და მხცოვანი მაუსი

ვაშლის თემაზე მრავალფეროვანი ინტერნეტ-კონკურსების დიდმა ოსტატმა (მათ შორის ყველაზე ცნობილი – შარშან გახმაურებული „My Dream App“ და „MacHeist“) ფილ რიუმ (Phill Ryu) თავის ბლოგზე მორიგი კონკურსი გამოაცხადა – MacThemes. უახლოესი რამოდენიმე დღის განმავლობაში http://MacThemes2.net საიტზე გაირკვევა სამი საუკეთესო საკონკურსო ნამუშევარი, რომლებიც საბოლოოდდაემატება თემების პროგრამას ShapeShifter-ს, ხოლო ავტორები გაიყოფენ ტრადიციულ საპრიზო თანხას – 1000 დოლარის ღირებულების პროგრამულ უზრუნველყოფას.

სულ კონკურსზე წარმოდგენილია 55 ნამუშევარი, თუმცა ფრიად დასაფიქრებელია ხმის მიმცემთა არც თუ ისე მაღალი შეფასება – მაქსიმალური სამნახევარი ქულა ხუთი შესაძლებელიდან. ჯერ-ჯერობით ფავორიტებად ითვლება თემები Pluto, AOR, California და Plexis (სურათზე წარმოდგენილია „Pluto“).

ჩვენ მივაკვლიეთ ინფორმაციას, რომ Apple iPhone-ისთვის დაიწყო იგროთეკის შექმნა. დღეს მოგიყვებით სახელგანთქმული Doom-ის შესახებ (ჩვენ კიდევ მოვიძიებთ ინფორმაციას სხვა თამაშების შესახებ). თუმცა, როგორც გაირკვა, წარმატება სანახევრო გამოდგა: iPhone-პორტი კი ეშვება კომუნიკატორზე, მაგრამ ტამაში აბსოლუტურად შეუძლებელია. რასაც გულახდილად აღიოარებს თვითონ ავტორიც:

„მართალია არც ჯოისტიკით არაა თამაში შესაძლებელი, არც ხმა არ ისმის, სამაგიეროდ ჩასატვირთი შესავალის ნახვა შეიძლება. სხვა დანარჩენ მომენტებში პროგრამა გადასარევად მუშაობს. უბრალოდ მეგობარს დავპირდი, რომ გადავიტანდი Doom-ს iPhone-ზე იმ პირობით, ხელს არ მოვკიდებდი თამაშის მართვის საკითხებს“.

…რამდენი ხანი შეიძლება იმუშაოს მაუსმა? ამ საკითხს შუქი მოჰფინა მარია ლანგერმა (Maria Langer), მწერალმა-ბლოგერმა და ამავდროულად პილოტმა:

დილით ადრე ჯომ გამაღვიძა, რომელიც ადგილობრივ რადიოსადგურში მუშაობს – „ანგარიშ-ფაქტურებს ვამზადებდი მაკზე და უეცრად თაგვი მომიკვდა. სათადარიგო ხომ არ გექნება?“

ჯოს უყენია Mac IIci. ეს მაკინტოში უკვე 18 წლისაა და ამ ხნის განმავლობაში მასზე ყოველდღიურად მზადდება ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც ასეთივე მოძველებულ პრინტერზე იბეჭდება. და აი მშობლიურმა ADB-მაუსმა სული დალია – არც თუ ისე ცუდი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ თვრამეტწლიან უზადო მუშაობას.

ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ეს მაკინტოში უკვე ნახმარი იქნა შეძენილი: ის ჯერ ეკუთვნოდა ადგილობრივი გაზეთის დამკაბადონებლებს, მერე მუშაობდა რედაქციის მისაღებში და ბოლოს, რადიოსადგურში გადავიდა – ანუ, მან ორჯერ გამოიცვალა პროფესია.

მთელი ეს იტორია ნამდვილი ამერიკული ჰეპი-ენდით მთავრდება:

„ჯომ საჭირო ადამიანს დაურეკა – მე იმ გიჟებს მივეკუთვნები, რომლებიც არასოდეს არ ყრიან ძველ კომპიუტერებს. დრემდე მაქვს შემონახული რამოდენიმე SE/30, ერთ-ერთი მათქგანი დღესაც ბრწყინვალედ მუშაობს. ეს კომპიუტერებიც ანალოგიური მაუსებით არის დაკომპლექტებული. ასე, რომ მე უბრალოდ უჯრები მოვქექე და საჭირო მაუსი კუდით ამოვათრიე.

მაუსი გამართულად მუშაობს“.

This entry was posted in Apple, ყველა სტატია. Bookmark the permalink.