FileSalvage 6 – ფაილების აღდგენის უტილიტის ახალი ვერსია

კომპანიამ SubRosaSoft გამოუშვა FileSalvage-ის ახალი ვერსია, რომელიც განკუთვნილია ფაილების აღდგენისათვის, რომელბიც შეცდომით იქნა წაშლილი, არ იკითხებიან მატარებლის დაზიანების გამო ან მედიას დაფორმატების შემდეგ.

პროგრამის ახალ ვერსიაში შესაძლებელია წაშლილი ფაილების ნებისმიერი რაოდენობის ტიპების მითითება.

ადრე პროგრამას შეეძლო აღედგინა მხოლოდ იმ ფორმატის ფაილები, რომლებიც პროგრამისტებმა განსაზღვრეს. ამჯერად FileSalvage-ს შეუძლია „შეისწავლოს“ ახალი ფორმატი (ამისათვის პროგრამას უნდა მიეწოდოს ათამდე ფაილი-ნიმუში). ამის შემდეგ პროგრამა შეიტანს ასეთ ტიპს ტავის ბაზაში.

პროგრამის ღირებულებაა – $90. მისი მუშაობისატვის საჭიროა Mac OS X 10.3.9 ან უფრო ახალი.

წყარო: SubRosaSoft