პირველი ტალღა კმაყოფილია

და კვლავ მცირედი სტატისტიკა: სპეციალისტებმა ChangeWave Alliance-დან გადაწყვიტეს მოეხდინათ iPhone-ის მყიდველთა შთაბეჭდილებები. გამოკვლევა დაიწყო 18 ივლისს, როდესაც აჟიოტაჟი ჯერ კიდევ დიდი იყო, ერთი კალენდარული კვირა გაგრძელდა და მოიცვა საერთო ჯამში სამი ათასზე მეტი ადამიანი, რომელთაგან 74 საკუთარი თავი გააბედნიერა ახალი ტელეფონის შეძენით (დარჩენილი რესპონდენტები საჭირო გახდა სხვა მწარმოებლების მობილური ტელეფონების შესახებ აზრის დასაზუსტებლად). შედეგად, რესპოდენტთა 77% აღიარა, რომ ძალიან კმაყოფილია ახალი მოწყობილობით, კიდევ 15 პროცენტმა განაცხადა რომ ნაწილობრივ კმაყოფილია (რაღაც მოეწონათ, რაღაც – არა). ჯამში ეს გვაძლევს 92% დადებითი პასუხებისა.