iPhone-ში პროგრამების ინსტალაცია გამარტივდა

მიუხედავად იმისა, რომ Apple-ი ჯერ კიდევ არ ჩქარობს მისცეს შესაძლებლობა გარე მწარმოებლებს პროგრამების შექმნაზე OS X-თვის, ენთუზიასტები უსაქმოდ არ არიან. ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში ინტერნეტში გამოჩნდა უამრავი პროგრამა – თამაშები, სისტემური უტილიტები და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრამები დიდ ინტერესს იწევევენ, ამ პროგრამებით ჯერ კიდევ სპეციალისტთა ვიწრო წრე სარგებლობს, ვინაიდან მათი ინსტალაცია საკმაოდ რთული პროცედურაა.

ახალი პროგრამა, Installer.app, ავტორტა აზრით შესაძლებლობას მოგვცემს სწრაფად და მოხერხებულად დავაყენოთ პროგრამები iPhone-ში. პროგრამა ყენდება Mac-ზე და EDGE-ის ან Wi-Fi-ის საშუალებით შეუძლია iPhone-ში საჭირო პროგრამების დაყენება.

წყარო: MacNN