მომაბეზრებელი Messenger for Mac

Microsoft Messenger-ის მაკ ვერსიის უარყოფით მომენტები შეიძლება მოიძებნოს ბევრი, თუმცა ორი მომენტი ყველასთვის ნათელია: პირველი – მაკში სრულიად მიუღებელი ოთხფეროვანი საფირმო ემბლემა Windows Live, ხოლო მეორე – გაფრთხილება პირადი ინფორმაციის გაუთქმელობის შესახებ, რომელიც ყოველი ახალი ფანჯრის გახსნისას ჩანს:

სამწუხაროდ Microsoft-ის პროგრამისტებს დაეზარათ ამ შეტყობინების გამორთვის შესაძლებლობა, თუმცა არსებობს მეთოდი ამტ ექსტის სამუდამოდ მოშორებისა. დახურეთ მესენჯერი, საქაღალდეში Applications იპოვნეთ მისი ფაილი (Microsoft Messenger.app), მარჯვენა დაწკაპუნებით აირჩიეთ კონტექსტური მენიუდან „Show Package Contents“. შემდეგ გადადით Contents – Resources – English.lproj და ბოლო საქაღალდეში იპოვნეთ ფაილი InstantMessageWindow.strings. გახსნეით იგი ნებისმიერ ტექსტურ რედაქტორში და IMWarning-ცვლადის მნიშვნელობა ნებისმიერი ტექსტით, ან უბრალოდ ცარიელი დატოვეთ – “”. შეინახეთ ფაილი და კვლავ გაუშვით Messenger for Mac. ასე არ ჯობია?

ბოლოსიტყვაობა: რა იცი მაინც რა ხდება და საოპერაციოდ გამზადებული ფაილი ჯერ დაამარქაფეთ.