iPhone-ის ევროპული სტარტი გადაიდო?

Apple iPhone-ის მობილური ტელეფონის ევროპული გაყიდვების სტარტი შეიძლება გადაიდოს. ამაზე მეტყველებს კომპანია Orange-ის განცხადება.

Orange-ი ამტკიცებს, რომ მან ვერ მოახერხა კონტრაქტის მიღება საფრანგეთის ტერიტორიაზე და ამბობს რომ მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორები ჯერ კიდევ აგრძელებენ მოლაპარაკებებს Apple-თან, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება როგორც სჩანს კიდევ რამდენიმე კვირით გადაიდო.

„iPhone-ის ევპორული გაყიდვების სექტემბერში დაწყება, ჩემის აზრით შეუძლებელია“, – აცხადებს Orange-ის აღმასრულებელი დირექტორი ლუი-პიერ ვენე (Louis-Pierre Wenes). მიუხედავად ამისა, მისი სიტყვებით მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში ევროპულ ბაზარზე iPhone-ის გამოჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

ამ დროს ბრძოლა iPhone-ისათვისგრძელდება არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც. სამხრეთ კორეული კომპანიამ KT Freetel განაცხადა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს კონტრაქტის მისაღებად.

წყარო: Forbes