Apple-ი მალე შემოგვთავაზებს რინგტონების ჩამოტვირთვის სერვისს iPhone-ისათვის

თანახმად New York Post-ის ინფორმაციისა, Apple-ი ხმისჩამწერ კომპანიებთან ერთად უახლოეს დროში შემოგვთავაზებს ახალ სერვისს iTunes Store-ში – რინგტონების რეალიზაცია Apple iPhone-ისათვის.

გამომცემლობის განცხადებით, ამჟამად კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ხმისჩამწერ კომპანიებთან შეთანხმებაზე, რომლის თანახმად შესაძლებელი იქნება ინტერნეტ-მაღაზიაში გაყიდული მუსიკის გარდაქმნა რინგტონად. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ეღირება რინგტონი,თუმცა New York Post-ი აღნიშნავს, რომ როგორც წესი მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორები ყიდიან ასეთ პროდუქციას $1,99—$2,49 ცალს. Apple-ი აგრეთვე შესაძლებლობას მოგვცემს დავაკონვერტიროთ iTunes-ში შეძენილი ნებისმიერი მუსიკალური ფაილი რინგტონში.

New York Post-ის ინფოტმაციით, პროექტზე მუშაობს ყველა მსხვილი ხმისჩამწერი კომპანია, Universal Music Group-ის გარდა, რომელმაც უარყო Apple-ის წინადადება.

წყარო: New York Post