ახალი iPod-ი Wi-Fi ადაპტერს მიიღებს

DigiTimes-ის ტაივანური გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ სპეციალურ ღონისძიებაზე, რომელიც 5 სექტემბერს შედგება, Apple-ი აპირებს წარმოგვიდგინოს iPod-ის დამკვრელების ახალი თაობა, მათ შორის iPod video შეხება-მგრძნობიარე ეკრანით.

გამოცემის განცხადებით, ახალი iPod video მიიღებს ფართოფორმატიან ეკრანს, Wi-Fi ქსელებში სამუშაო ადაპტერს, ხოლო შიდა მეხსიერება დაფუძნებული იქნება ფლეშ-მეხსიერებაზე და არა მყარ დისკზე.

DigiTimes-ი ამტკიცებს, რომ ახალი პროდუქტის გამოშვებით დაკავებულია ტაივანური კომპანია Inventec Appliances, რომელიც მასობრივ მოწოდებას დაიწყებს ან ამ თვის ბოლოს, ან შემდეგი თვის დასაწყისში. გამოცემის ინფორმაციით, საშობაო გაყიდვების სეზონისათვის Apple-ი გამოუშვებს აგრეთვე ახალ iPod nano-ს და shuffle-ს.

წყარო: DigiTimes