iPod 6G = iPod classic

iPod-ის ახალ ვერსიას, რომელიც სტივ ჯობსმა გუშინდელ ღონისძიებაზე წარმოადგინა, როგორც იქნა საკუთარი სახელი მიენიჭა. მაშ ასე, გუშინდელი დღიდან iPod-ს მყარი დისკით ქვია iPod classic-ი.

iPod-ის მეექვსე თაობა ორი მოდელისაგან შედგება — 80 გბაიტიანი და 160 გბაიტიანი. დამკვრელის კორპუსი უფრო თხელი და დაზიანებისადმი ნაკლებად მგძნობიარე გახდა, ვინაიდან ის ლითონისაგან არის დამზადებული.

iPod classic-ის სამომხმარებლო ინტერფეისი ისეთივეა, როგორც ახალი iPod nano-სი. აკუმულატორის მუხტი საკმარისია 40 საათი აუდიოს ან 7 საათი ვიდეოს დასაკვრელად. როგორც ადრე, iPod 6G ხელმისაწვდომია ორ ფერში — შავი და ვერცხლისფერი.

80 გბაიტიანი მოდელის ფასია — $250, 160 გბაიტიანისა — $350.

წყარო: Apple