Apple-ი აქტიურად შეეწინაღმდეგება iPhone-ის განბლოკვას

სტივ ჯობსმა, პასუხობდა რა ჟურნალისტების შეკითხვებზე, მოგვითხრო Apple-ის დამოკიდებულებაზე ჰაკერებთან, რომელბიც ქმნიან არაოფიციალურ პუ-ს iPhone-ისათვის.

კერძოდ კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხდა, რომ Apple-ი აქტიურად შეეწინააღმდეგება iPhone-ის განბლოკვის პროცეს. „ეს კატა-თაგვობანას მოგვაგონებს. ჩვენ შევეცდებით დავასწროთ ჰაკერებს. ისინი შეეცდებიან გატეხონ iPhone-ი, ჩვენი ამოცანაა – ხელი შევუშალოთ“, – განაცხადა ჯობსმა.

მავდროულად, Apple-ის პოლიტიკა არაოფიციალური პუ-ს მწარმოებელთა მიმართ, სრულიად განსხვავებულია. სტივმა განაცხადა, რომ Apple-ი ყურადღებით აკვირდება ზოგიერთ ასეთ წამოწყებას, განასკუთრებით მათ, რომლებიც არ საჭიროებენ ინტერნეტთან მიერთებას. ჯობსის აზრით, ზუსტად ასეთი პროგრამები არიან Apple-ისგან პირველი მოწონების პრეტენდენტები.