Apple-ი დაგეგმილზე 2-ჯერ მეტ iPhone-ს გამოუშვებს

Apple-მა მიიღო გადაწყვეტილება გააორმაგოს ტელეფონების წარმოება. თავის გადაწყვეტილებას იგი ხსნის iPhone-ის დიდი პოპულარობით. ამის შესახებ ამ დღეებში გვაცნობა კომპანიასთან დაახლოებულმა ინსაიდერმა.

თავიდან Apple-ი შემდეგ კვრატალში გეგმავდა 1,54 მილიონი მოწყობილობის გამოშვებას, თუმცა ეხლა გეგმები შეიცვალა და ციფრი გაიზარდა 2,7 მილიონამდე.

ამგვარად, მიმდინარე წლის მოცულობამ უნდა შეადგინოს 4,8 მილიონი ცალი, მაშინ როდესაც ძველი გეგმით უნდა ყოფილიყო 3,6 მილიონი.

როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ეს გადაწყვეტილება მიღებულია Apple-ში მიმდინარე გაყიდვებზე დაყრდნობით, რომლებმაც, შეგახსენებთ, სექტემბრის დასაწყისში მილიონს გადააბიჯა.

This entry was posted in Apple, ყველა სტატია. Bookmark the permalink.