Mac OS X 10.5 Leopard — build 9A559 — ნანატრი სისტემის ახალი ანაწყობი

Mac OS X 10.5 Leopard — build 9A559 Mac OS-ის მორიგი ტესტური ანაწყობია. ახალ ვერსიაში აღმოფხვრილია Mac OS X Tiger-და Leopard-ზე განმახლების პრობლემები და Hewlett-Packard-ის პრინტერების არასტაბილური მუშაობა.

Mac OS X 10.5 Leopard — build 9A559 – მხოლოდ პროგრამული ცვლილებებით არ შემოიფარგლება.

ტესტერები, რომლებმაც მიიღეს ახალი ანაწყობი, გვატყობინებენ Leopard-ის ინტერფეისის მრავალრიცხოვან მოდიფიკაციებზე. კერძოდ, Mac OS X 10.5 Leopard build 9A559-ში გაჩნდა სამუშაო დაფის ახალი ფონები, შეიცვალა Front Row-ს, Spaces-ს ხატულები, iCal-ხატულა უჩვენებს მიმდინარე თარიღს, მაშნაც კი, როდესაც არაა გაშვებული, გაუმჯობესდა Screen sharing-ის მუშაობა და ა.შ.