Pages დაწვრილებით: დავეწიოთ და გავუსწროთ Word for Mac-ს!

ბევრი Pages-ის დამსახურებულად მიიჩნევს Microsoft Word for Mac-ის ღირსეულ კონკურენტად, თუმცა არ შეგვიძლია არ ავღნიშნოთ, რომ ამ უკანასკნელში არის ისეთი ფუნქციები, რომლებიც Pages-ს არ გააჩნია.

ტიპიური მაგალითი – სიტყვების დათვლა ტექსტში: Microsoft Word-ში ასეთი სტატისტიკა ფიგურირებს უშუალოდ დოკუმენტის ფანჯარაში – ეგრეთ წოდებულ მდგომარეობის სტრიქონში, რომელიც ფანჯარას ქვედა ნაწილში გაჰყვება კანტად, გამოისახება სიტყვის ნომერი, რომლის გასწვრივაც არის კურსორი, პლიუს სიტყვათა საერთო რაოდენობა დოკუმენტში. რაც შეეხება Pages-ს, იქ ეს ინფორმაცია გამოდის ცალკე ფანჯარაში და მოცემულია მხოლოდ სიტყვათა საერთო რაოდენობა – მიმდინარე სიტყვის ნომრის გაგება ძირითადი საშუალებებით შეუძლებელია.

რაც სრულიად არ ნიშნავს, რომ ეს შეუძლებელია. არსებობს ხერხები: გარდა სხვა ფუნქციებისა Pages-ს ინსპექტორს შეუძლია მონიშნულ ფრაგმენტში სიტყვათა რაოდენობის დათვლა – მონიშნეთ Shift-Home-ით მთლიანი ტექსტი საჭირო სიტყვის წინ (პორტატულ კომპიუტერებზე დამატებით უნდა გამოვიყენოთ კლავიში Fn), გამოიძახეთ ინსპექტორის ფანჯარა (კლავიშთა კომბინაცია Command-Shift-I) და განაყოფში „Document Inspector“ ამოირჩიეთ ჩანართი „Info“: საჭირო მონაცემები ხელის გულივით გამოჩნდება – თუ მონიშნულ არეში მოხვდა მიმდინარე სიტყვის თუნდაც ნაწილი (როგორც ჩანს ნახატზე), მისი ნომერი შეესაბამება მონიშნულ ფრაგმენტში სიტყვათა რაოდენობას. ხოლო სამუშაოში დასაბრუნებლად, უბრალოდ დააწკაპუნეთ თაგუს მარჯვენა ღილაკზე.