Microsoft Office 2008 for Mac-ი წარმოდგენილი იქნება სამ ვარიანტად

Apple Expo გამოფენაზე, რომელიც ტარდება ამ დღეებში პარიზში, Microsoft-მა განაცხადა იმის შესახე, რომ Office 2008 for Mac-ის ახალი ვერსია იქნება სამ ცალკეულ ვარიანტად წარმოდგენილი.

Office 2008 for Mac Standart Edition (სრული ღირებულება – $399,95, განახლება – $239,95) შეიცავს Microsoft Word, Excel, PowerPoint, Entourage, Microsoft Exchange Server-ის და Automator-ის სცენარების მხარდაჭერას.

Office 2008 for Mac Special Media Edition (სრული ღირებულება – $499,95, განახლება – $$299,95), სტანდარტული ვერსიისაგან განსხვავდება Microsoft Expression-ის ციფრული მედიაშიგთავსის მართვის სისტემით.

და ბოლოს, ყველაზე იაფი ვერსია, Office 2008 for Mac Home and Student Edition (ღირებულება – $149,95, განახლება არაა გათვალისწინებული) არაა აქვს Microsoft Exchange Server-ის და Automator-ის სცენარების მხარდაჭერა.

Microsoft-მა აგრეთვე განაცხადა, რომ ყველა მომხმარებელი, რომელიც შეიძენს Office 2004 პაკეტს 25 სექტემრიდან 15 იანვრამდე, შეძლებენ ახალი ვერსიის მიღებას მატარებლის და გადაგზავნის ფასად.

წყარო: mac mojo