როდის შედგება Leopard-ის რელიზი?

ფრანგულ რესურსზე Hardmac.com ნელ-ნელა იძაბება სიტუაცია OS X Leopard-ის გამოსვლის ვადასთან დაკავშირებით: მას შემდეგ, რაც ორშაბათს, პირველ ოქტომბერს Apple-მა შესთავაზა Apple Developers Connection-ის წევრებს განეახლებინათ ბოლო ანაწყობი 9А559 (განახლება ამოიქაჩა Software Update-ის დახმარებით და დაყენების შემდეგ ნომერიც კი არ შეიცვალა), საიტზე ამოტივტივდა ინსაიდერული ინფორმაცია – სისტემა 10.5 გამოვა უახლოეს პარასკევს, ხუთ ოქტომბერს: შემოკლებით ეს თარიღი ამერიკული ფორმატით ესე ჩაიწერება: 10.5.2007.

დღეს ამ გონებამახვილურმა ვერსიამ უცაბედათ გაგრძელება მიიღო: Hardmac-ის ერთდროულად რამდენიმე მკითხველმა გვამცნო, რომ მათ მიერ შეკვეთილი მაკინტოშების მიღება გადადებულია რამდენიმე დღით და შედგება უკეთეს შემთხვევაში ორშაბათს, რვა ოქტომბერს. რაღაც ნამდვილი ამბავის სუნი უდის ყველაფერს.