iPhone-ის პრობლემები საფრანგეთში

ვინაიდან Apple-ი ყიდის თავის ტელეფონებს კონკრეტულ ოპერატორზე მიბმით თითოეულ ქვეყანაში და აპარატი ვერ იმუშავებს ამ ოპერატორის ქსელის გარეთ (განბლოკვის შემთხვევა არ განიხილება), ზუსტად ამაში მდგომარეობს პრობლემა. საფრანგეთის კანონმდებლობა მოითხოვს, რომ ნებისმიერი მობილური ტელეფონი ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის. ეს კანონი უზრუნველყოფს ქვეყნის მოქალაქის არჩევანის თავისუფლებას, რაც ეწინააღმდეგება iPhone-ის რეალიზაციის წესებს.

გამოდის, რომ ამ სიტუაციაში საფრანგეთში ან უნდა გაიყიდოს განბლოკილი ტელეფონი, ან საერთოდ არ უნდა გაიყიდოს. ჯერ რთულია რაიმეს თქმა, დაველოდოთ ახალ ინფორმაციას.