Apple-მა აირჩია ანაწყობი Gold Master Leopard

ვებ-საიტის MacRumors ინფორმაციის მიხედვით, Apple-მა აირჩია Leopard-ის ბოლო ანაწყობი, Gold Master candidate (Build 9A581), იმ ვერსიად, რომელიც გაიგზავნება წარმოებაში და ოფიციალურად გავრცელდება Mac OS X 10.5-ის სახით.

მიუხედავად ჭორებისა, რომ Gold Master Leopard უკვე არალეგალურად ვრცელდება ინტერნეტში, მისი იქ მოძიება შეუძლებელია, ვინაიდან კომპანიას ტესტერებს შორის არ გაუვრცელებია ეს ვერსია.

შეგახსენებთ, რომ გაყიდვების დაწყება დაგეგმილია 26 ოქტომბრისათვის. პირველი მყიდველები, რომელბიც შეიძენენ Leopard-ს Apple-ის საცალო მარაზიებში აშშ-ში, საჩუქრად მიიღებენ მაისურებს, ხოლო Mac-ის მყიდველები ამ დღიდან შეიძენენ კომპიუტერებს Mac OS X 10.5-ის კოლოფებთან ერთად.

წყარო: MacRumors