Apple-მა გამოაქვეყნა ტექნიკური ბარათი, რომელშიც იტყობინება .Mac-ის ფუნქციონალურობის შეცვლის შესახებ. კერძოდ, დღეიდან, დაინსტალირებული უნდა იყოს Mac OS X 10.4.10 ან უფრო ახალი, რომ სერვისმა გამართულად იმუშაოს.
ასეთ ცვლილებებს კომპანია ხსნის სურვილით გააუმჯობესოს სერვისის მუშაობა იმ დროისათვის, როდესაც დაიწყება Leopard-ის გაყიდვები და გვპირდება, რომ განახლების შემდეგ ფუნქციათა რიცხვი მოიმატებს.
„თუ იყენებთ Mac OS X 10.3.9-ს ან უფროა დრინდელს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ .Mac Sync-ი უკვე აღარ უჭერს მხარს კალნდრის სინქრონიზაციას Mac OS X 10.3.x და Mac OS X 10.4.x. კომპიუტერებს შორის, ამავდდროულად, სინქრონიზაცია ორ Mac OS X 10.3.x-ს შორის კვლავინდებურად მუშაობს“, — გვაფრთხილებს კომპანია.
ტექსტის სრულ ვერსიას შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.
წყარო: