Apple-ი მოლაპარაკებას აწარმოებს ჩინეთის უმსხვილეს ოპერატორთან

სააგენტო Associated Press-ი გვატყობინებს, რომ ჩინეთის უმსხვილესი ოპერატორი China Mobile Ltd. აწარმოებს მოლაპარაკებებს Apple-თან iPhone-ის რეალიზაციაზე ამ ქვეყანაში.

ჯერ-ჯერობით ხელშეკრულების გაფორმებაზე საუბარი ნაადრევია, განუცხადა ჟურნალისტებს China Mobile Ltd.-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ვონგ ჟანჟუმ (Wang Jianzhou) GSMA Mobile Asia-ს კონგრესის კულუარებში. კომაპნიის ხელმძღვანელის სიტყვებით Apple-სა და ოპერატორს შორის ჯერ კიდევ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა სააბონენტო გადასახადის შესახებ.

Apple-ი გეგმავს iPhone-ის გაყიდვების დაწყებას აზიაში მომავალ წელს. China Mobile Ltd. არის მობილური კავშირგაბმულობის უმსხვილესი მომწოდებელი ჩინეთის ბაზარზე.

წყარო: Associated Press