ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ Cmd+Tab კომბინაციის დაჭერით შესაძლებელია გაშვებულ პროგრამებს შორის გადართვა. თუმცა ყველამ არ იცის, რომ:
- ამ მენიუში პროგრამის ამორჩევის შემდეგ Q-ს დაჭერით შეიძლება პროგრამის დახურვა;
- ამ მენიუში პროგრამის ამორჩევის შემდეგ H-ის დაჭერით შეიძლება პროგრამის დამალვა;
- დაჭერილი Shift-ით Tab-ზე დაჭერისას შეიძლება მენიუში გადაადგილება უკუმიმართულებით;
- მენიუში გადაადგილება შესაძლებელია არა მარტო Tab-კლავიშით, არამედ კურსორის ისრებითაც ან ცოციათი;
- ფაილის დათრევის შემდეგ Cmd+Tab კომბინაციის დაჭერით შეიძლება მისი გადაგდება ნებისმიერ პროგრამაში, თუ ამ დროს დაამატებთ Option-კლავიშს, იმ პროგრამაშიც კი, რომელიც ამ ფაილს არ ხსნის (მხოლოდ ლეოპარდში).