iPhone-ის გატეხვა iTunes-იდან

უცხოურ საიტებზე, რომლებიც Apple iPhone-ს ეძღვნება მუდმივად ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მალე შესაძლებელი იქნება iPhone-ის განბლოკვა პირდაპირ iTunes-იდან.

ასეთი სახის ჭორები გავერცელდა მას შემდეგ, რაც დაიწყო ტელეფონის გერმანული გაყიდვები. ადრე ვარაუდობდნენ, რომ Apple-ი წარმოების ეტაპზევე მოხსნიდა კონკრეტულ ოპერატორთან მიბმის ფუნქციას, მაგრამ სინამდვილეში სხვაგვარად გამოვიდა. როდესაც ვინმე ყიდულობს განბლოკილ iPhone-ს, ტელეფონის IMEI იგზავნება პირდაპირ Apple-ში და დაახლოებით 24 საატის შემდეგ (ამდენი დრო სჭირდება IMEI-ს შემოწმებას და ბაზაში შეტანას) უბრალოდ მიაერთებთ მობილურს iTunes-თან და იგ მომენტალურად განიბლოკება. გატყდება თუ არა ეს სისტემა ჰაკერების მხრიდან, მომავალი გვიჩვენებს, თუმცა ეს იქნებოდა გატეხვის საუკეთესო საშუალება.