განბლოკილი iPhone-ი გერმანიაში აღარ იყიდება

გერმანულმა სასამართლომ გააუქმა დროებითი გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვდა Apple iPhone-ის კონტრაქტის გარეშე გაყიდვას, გვატყობინებს BBC.

შეგახენებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია T-Mobile-ი რამოდენიმე დღის განმავლობაში ყიდდა განბლოკილ ტელეფონებს. ასეთი ტელეფონის ჩართვა შესაძლებელია ნებისმიერი ოპერატორის ქსელში, მაგრამ შესაბამისი ფასით — 999 ევრო, რაც 600 ევროთი მეტია ვიდრე ჩვეულებრივი ვერსია.

T-Mobile-მა აგრეთვე განაცხადა, რომ კონტრაქტის გასვლის შემდეგ, iPhone-ის ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება თავისი ტელეფონის განბლოკვა.

ამგვარად, გერმანიაში განბლოკილი iPhone-ის ყიდვა უკვე შეუძლებელია. სამაგიეროდ შესაძლებელია საფრანგეთში — უფრო იაფადაც კი.

წყარო: BBC

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , , . Bookmark the permalink.