iPhone SDK: ნოემბერი თებერვლის მაგივრად

ნოემბრის ბოლო კვირას საიტმა Electronista.com ექსკლუზიურად გვამცნო, რომ ზოგიერთმა პროგრამისტმა უკვე მიიღო დაპირებული iPhone software developer kit (SDK). როგორც ირკვევა პაკეტი შედგება შემდეგი მომენტებისაგან:

  • მიმდინარე ვერსია ატარებს ატარებს მხოლოდ წინასწარი ვერსიის სახეს;
  • რარაცნაირად iPhone SDK ჰგავს Google OpenSocial-ს;
  • პროგრამების შექმნა iPhone SDK-ში განსხვავდება Mac OS X-ზე პროგრამების შექმნისაგან და აქვთ ზოგიერთი შეზღუდვა.

საგულისხმოა, რომ ეს სიახლე საიტზე Electronista უცნაურად დაემთხვა ქსელში Apple-ის ტოპ-მენეჯერის გრეგ ჟოსვიკის (Greg Joswiak) მიერ განთავსებულ ინფორმაციას ჟურნალში Fortune. ამის გარდა, ვიცე-პრეზიდენტმა აპარატურული უზრუნველყოფის დარგში ჟურნალისტებს ამცნო შემდეგი: SDK-ს დანაშაულებრივ ქმედებებში გამოყენებისაგან ასარიდებლად, Apple-ი აპირებს გამოიყენოს ციფრული ხელმოწერები, ხოლო საბოლოო ვარიანტი მაინც გამოვა 2008 წლის თებერვალში.

წყარო: Electronista