ულტრაპორტატული Mac-ი $1500 ეღირება

CNBC-ის ჟურნალისტი ჯიმ გოლდმანი (Jim Goldman) სანდო წყაროებზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ ახალი ულტრაპორტატული კომპიუტერი უკვე ჩაეშვა წარმოებაში. ჟურნალისტის განცხადებით, ახალი მოწყობილობა წარმოდგენილი იქნება მომავალი წლის დასაწყისში – გამოფენაზე Macworld Conference & Expo 2008, რომელიც ჩატარდება სან-ფრანცისკოში იანვარში. ჭორები ამის შესახებ უკვე დიდი ხანია არის ქსელში, მაგრამ გოლდმანი ამტკიცებს, რომ მისი ინფორმაცია არ არის ჭორი. მოწყობილობას ექნება 12-გოჯიანი დისპლეი და ზომით და წონით MacBook Pro-ზე ორჯერ ნაკლები იქნება. ღირებულება – $1500.

წყარო: MacRumors