iPhone-ის ახალი განახლება 1.1.3

როგორც სჩანს, Apple-ი მტკიცედ არის მომართული გაიმარჯვოს უსასრულოდ გაწელილ კატა-თაგვობანას თამაშში. ჯერ კიდევ გაუხსნელია განახლება 1.1.2 (უფრო სწორედ, iPhone-ი, რომელიც ქარხნიდან მოდის ამ განახლებით) და ჰორიზონტზე უკვე გამოჩნდა ახალი – 1.1.3.

1.1.3-ში გაჩნდება გაუმჯობესებები 1.1.2-თან შედარებით. ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძება ჩაითვალოს დიქტოფონი. მომხმარებლები დიდი ხანია უკვე ითხოვენ ამ ფუნქციას. მეორე სიახლე ისაა, რომ შესაძებელი გახდება iPhone-ის გამოყენება ფლეშ-მეხსიერებათ (iPhone-ზე ფაილების გადასაგზავნათ დაგჭირდებათ iTunes-ი). ბოლო სიახლეა მტშ-ების მასიური დაგზავნის ფუნქცია.