QuickTime 7.3-ის განახლება აღმოფხვრის უწესრიგობას

Apple-მა გამოუშვა QuickTime-ის განახლება, რომელიც უზრუნველყოფს ზოგიერთი უწესრიგობის აღმოფხვრას. განახლება გამოსულია შემდეგი ოს-ებისათვის: Mac OS X 10.5 Leopard, Mac OS X 10.4 Tiger, Mac OS X 10.3 Panther და Microsoft Windows XP (Service Pack 2) და Vista.

კერძოდ განახლება აღმოფხვრის QuickTime Real Time Streaming protocol (RTSP)-ის უწესრიგობას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მავნე კოდის გაშვება ნებისმიერ კომპიუტერზე.

განახლების დაყენება შეგიძლიათ Apple Software Update-ით. ფაილის ზომა მერყეობს 20,3-დან 52,6 მბაიტამდე.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ამ გვერდზე.

 

წყარო:

Apple