iPhone Software 1.1.3 უახლეს დროში გამოვა

ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Apple iPhone-ის შიდა პროგრამული უზურნველყოფის (FirmWare) განახლება უახლეს ხანში გამოვა – შესაძლოა, Macworld Conference & Expo შოუს ჩატარებისას.

განახლებით მომუშავე ტელეფონის პირველი სურათები გამოაქვეყნა ნაკლებად ცნობილმა საიტმა GearLive. მისი ინფორმაციით, განახლება შესაძლებლობას იძლევა გადავაადგილოთ ხატულები თითით springboard-ზე, გავაგზავნოთ მტშ-ები ერთდროულად რამდენიმე ადრესატთან, დავამატოთ Safari-ის ბმულები springboard-ზე. აგრეთვე განახლებაში არის ახალი ფუნქცია Locate Me, რომელიც საშუალებას იძლევა დავინახოთ საკუთარი მდებარეობა Google Maps-ზე GSM-ქსელის ინფორმაციაზე დაყრდნობით (საქართველოში ეს ფუნქცია არ იმუშავებს).

მოგვიანებით ინფორმაცია დაადასტურა ვებ-საიტმა Gizmodo, გამოაქვეყნა რა ვიდეო-რგოლი, რომელზეც აღბეჭდილია ხატულების თითით გადაადგილების პროცესი. ვიდეოს ნახვა შესაძლებელია აქ.