Apple-ის ახალი ტექნოლოგია

კომპანია Apple-მა დააპატენტა ახალი ტექნოლოგია Run-Time Code Injection to Perform Cheks, რომელმაც უნდა დაიცვას პროგრამები უკანონო გავრცელებისაგან.

სისტემის მუშაობის არსი მდგომარეობს მოწყობილობების კონფიგურაციის შემოწმებაში პროგრამის ინსტალაციისას და ყოველი გაშვებისას, აგრეთვე პროგრამის მუშაობის განმავლობაშ. აღნიშნული ტექნოლოგია მსგავსია Microsoft-ის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიისა Windows Genuine Advantage (Microsoft WGA).

ამ მომენტისათვის უცნობია, გამოიყენებს თუ არა Apple ამ ტექნოლოგიას. ერთი მხრივ ტექნოლოგია საკმაოდ საინტერესოა, მეორე მხრივ – Mac-მომხმარებლები ძირითადში იყენებენ ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. იმედი ვიქონიოთ, რომ აღნიშნული ტექნოლოგია გამოყენებული არ იქნება. ;)