Apple-ის დირექტორთა საბჭოს მერვე განზომილება

Apple-ის პირველი ოფიციალური პრეს-რელიზი ძალიან მალე გამოვიდა: ახალი წლის დადგომიდან ზუსტად ერთ კვირაში კუპერტინომ გვაცნოვა სიახლე დირექტორთა საბჭოში მატების შესახებ. ახალი, მერვე დირქტორი, Avon-ის 49 წლის აღმასრულებელი დირექტორი ანდრეა იუნგი (Andrea Jung):

მოკლედ გავეცნოთ ქალბატონი იუნგის სამსახურებრივ კარიერას: პრინსტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, Avon-ის CEO 1999 წლიდან და ამავე კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე 2001-დან, ამავდროულად არის General Electric-ის და Catalyst-ის დირექტორთა საბჭორების წევრი, დავამატოთ ამას სტივის მიერ ნათქვამი შემდეგი სიტყვები: „ანდრეა – გამოჩენილი CEO-ა და არაჩვეულებრივი სპეციალისტი… ის მერვე დირექტორი იქნება ჩვენს დირექტორთა საბჭოში და უნდა ვიფიქროთ, რომ ის დაამატებს ახალ განზომილებას ჩვენს ისედაც ბობოქარ დისკუსიებში“. 2008 წლის 7 იანვრამდე Apple-ის დირექტორტა საბჭოში იყვნენ (და არიან) ისეთი გამოჩენილი პიროვნებები, როგორიცაა აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ელ გორი (Al Gore), Google-ის აღმასრულებელი დირქტორი ერიკ შმიტი (Eric Schmidt) და რაღათქმუნდა ამ დიდებული კოლექციის მარგალიტი – სტივ ჯობსი.