გამოვიდა Transmission 1.00

სიტყვა Transmission, ნული ვერსიის ნომერში, წერტილი და ორიოდე ციფრი შემდეგ – მთელი 2007 წლის განმავლობაში ერთერთი ყველაზე პოპულარული ტორენტ-კლიენტი Mac OS X-ისათვის მუდმივად იხვეწებოდა, სანამ 2008 წლის 5 იანვარს არ დადგა ის მომენტი, როდესაც გამოვიდა სრულფასოვანი ვერსია Transmission 1.00. სიახლეების სია შეიცავს სტატისტიკის სარკმელს , პროგრამაში დაბრუნებული Advanced bar.

  • ჩამოსატვირთი ფაილების ფერადი მარკერებით დაჯგუფება.
  • დისტანციური კავშირის Web-ინტერფეისის მხარდაჭერა სახელად Clutch, აგრეთვე მყარი გადასვლა Mac OS X 10.5-ზე: ახალ ვერსიაში თავსებადობა ლეოპარდთან გაუმჯობესდა და საფუძვლიანად გადამუშავდა გრაფიკული ინტერფეისი, რომელიც უკვე ჰგაქვს სისტემურს. ერთი ბეწო, უსახური ღილაკები – პრაქტიკულად ერთადერთია, რაც არ მოსწონთ მომხმარებლებს.

დისტროს ზომა 1.00-ისათვის, როგორც ყოველთვის თვალს ახარებს მცირე ზომით – სულ რაღაც 2,3 მბაიტი, ხოლო სისტემური მოთხოვნები: OS X Tiger-ი ან უფრო ახალი. განსაკუთრებული გაფრთხილება მათ, ვინც ჯერ კიდევ სარგებლობს ვერსიით 0.72 ან უფრო ძველი: ჯერ დაასრულეთ ყველა აქტიური ჩამოქაჩვა და მერე განაახლეთ პროგრამა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრამისტები ვერ იძლევიან ჩამოსატვირთი ფაილების დაუზიანებლობის გარანტიას.