Belkin-მა გამოუშვა TuneBase FM and TuneCast Auto iPhone-ისათვის

Belkin-ი დამსახურებულად ითვლება აქსესუარების ერთ-ერთ საუკეთესო მწარმოებლად iPhone-ისათვის. გამოფენაზე CES 2008 Belkin-მა წარმოადგინა ერთბაშად ორი აქსესუარი iPhone-ისათვის, რომლებიც ძალიან გამოასგებათ ავტომობილისტებს. ორივე აქსესუარი შესაძლებლობას გაძლევთ მოუსმინოთ iPhone-ის მუსიკას ავტომობილში.

Belkin-ის ახალი FM აქსესაურები iPhone-ისა და iPod-ისათვის იყენებენ ClearScan ტექნოლოგიას, რაც ნიშნავს იმას, რომ ღილაკის ერთი დაჭერით ორივე მოწყობილობა დაიწყებს უკეთესი FM სიხშირის ძებნას. უნდა ავღნიშნოთ, რომ CES-ზე წარმოდგენილი იყო კიდევ რამდენიმე აქსესუარი, რომლებიც აშკარად დააინტერესებს iPhone-ის მომხმარებლებს. მწარმოებლების ასეთი აქტიურობა განპირობებულია აშშ-ში ასეთ ნივთებზე დიდი მოთხოვნილებით.