Intego წარმოადგენს თავისი პროდუქტების X5-ვერსიებს შემდეგ კვირას

კომპანია Intego გეგმავს წარმოადგინოს Macworld Conference & Expo 2008-ზე სამარჯვეების ახალი ვერსიები (ინდექსით „X5“) NetBarrier, VirusBarrier, Personal Backup, Personal Antispam, FileGuard და Internet Security Barrier Mac OS X-ისათვის.

„თუმცა ჩვენი პროდუქტების მიმდინარე ვერსიები სრულიად თავსებადია Mac OS X 10.5 Leopard-თან, მისი გაყიდვაში გამოსვლის დღიდან ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენი პროდუქტები მთლიანად იყენებდნენ ახალი ოს-ის უპირატესობებს. ჩვენ წარმოვადგენთ ახალი პროდუქტების სრულ ხაზს Macworld Expo 2008-ზე და იმედს ვიტოვებთ, რომ მათ იხილავს გამოფენის ათობით ათასი დამთვალიერებელი“, — განაცხადა Intego-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლორან მარტომ (Laurent Marteau).

ამის გარდა, კომპანია წარმოადგენს Dual Protection-ს, რომელიც უზრუნველყოფს საინფორმაციო უსაფრთხოებას Mac OS X-სა და Windows-ში.

წყარო: Intego