iPhone — ყველაზე პოპულარული ინტერნეტ-მოწყობილობა

საშობაო არდადეგების განმავლობაში Google-ის საიტის სტუმრობამ Apple iPhone-იდან ყველა სხვა მოწყობილობას გადააჭარბა. შედეგად, მცირე ხნით აიფონი გახდა ყველაზე პოპულარული მოწყობილობა ინტერნეტში ძრომიალისათვის. თუმცა, უკვე რამდენიმე დღის შემდეგ iPhon-ების ტრაფიკმა იკლო, თუმცა მეორე ადგილზე არ გასცილებია. იმის გათვალისწინებით, რომ Symbian-ზე არსებობს მოდელების მრავალი სახეობა, შეგვიძია დარწმუნებით ვთქვათ, რომ კონკრეტულად Apple iPhone-ი დღეისათვის ყველაზე პოპულარული მოწყობილობაა.

ეს საოცარი ფაქტია, თუ გავითვალისწინებთ, რომ Apple iPhone-ის წილი მსოფილო ბაზარზე ჯერჯერობით 2%-ია, ნაშინ როდესაც Symbian-ისა — 63%, ხოლო Windows Mobile-ისა — 11%. ტრაფიკის ასეთივე დისპროპორციის შესახებ განაცხადეს სხვა წყაროებმაც, მათ შორის Yahoo-მ AdMob-მა.

ექსპერტები ხსნიან ამ ფენომენს იმით, რომ აიფონი მსოფლიოში პირველი მობილური მოწყობილობაა, რომლიდანაც მართლაც მოსახერხებელია ვებ-გვერდების თვალიერება. ეს პრობლემა ათწლეულის განმავლობაში იდგა და ეხლა ის მოსხნილია.