iPhone 1.1.2-ის განბლოკვის ახალი ხერხი — მულტისიმი საჭირო არაა

ქსელში გამოცნდა iPhone 1.1.2 ОТВ-ის განბლოკვის ახალი ხერხი. სოფტ-ანლოკს ამ მეთოდს ვერ დავარქმევთ, მაგრამ ყველა მანიპულაციის შემდეგ თქვენ მიიღებთ სრულად განბლოკილ iPhone-ს ყოველგვარი მულტისიმების გარეშე. ამ ხერხის წყალობით ხდება ბუთლოადერის ვერსიის დადაბლება 3.9-მდე აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. განბლოკვისატვის საჭიროა სეტსპოინტის გაკეთება, ამისათვის კი საჭიროა ტელეფონის გახსნა :(. ტესტპოინტი (ინგ. test points — საკვანძო წერტილები) – ეს არის წერტილები ელექტრონულ მოწყობილობაზე, რომლებიც იძლევიან წვდომას პროგრამულ უზრუნველყოფასთან რაიმე შეცდომის შემთხვევაში. კერძოდ, ტესტპოინტები, რომლებიც განთავსებულია მობილური ტეელფონის პლატაზე, შესაძლებლობას იძლევა ჩატვირთვად არეში რაიმე ინფორმაციის ჩაწერისა. ტესტპოინტები გამოიყენება მობილური ტელეფონში შიდა ჩამტვირთველის (bootcore) გასათიშად. ამ პროცედურის შემდეგ, შესაძლებელი ხდება ტელეფონის განბლოკვა (SP lock-ის მოხსნა), პროგრამული უზურნველყოფის შეცვლა ან ახლის ჩაწერა..

მეთოდი აღწერილია აქ – http://iphonejtag.blogspot.com/2008/01/112-otb-unlocked.html

ყურადღება! ეს მეთოდი ჩვენს მერ არ არის შემოწმებული! ყოველი მოქმდება შეგიძლიათ ჩაატაროთ მხოლოდ საკუთარი პასუხისმგებლობით. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ შესაძლო შედეგებზე. PS: ვინც მაინც გაბედავს, მოიწერეთ თუ რა გამოვა.