PDF Shrink 4.2-ს შეუძლია PDF-ფაილების პაკეტური დამუშავების შესაძლებლობა

კომპანია Apago-მ გამოუშვა PDF Shrink-ის ახალი ვერსია Mac OS X-ისათვის, რომელსაც შეუძლია PDF-ფაილების ზომის შემცირება. PDF Shrink-ი ოპტიმიზაციას უკეთებს PDF-ფაილს.

პროგრამის ახალმა ვერსიამ, PDF Shrink 4.2-მა მიიღო ფაილების პაკეტური დამუშავების შესაძლებლობა, Mac OS X 10.5 Leopard-თან თავსებადობა და Adobe Acrobat 8-ის PDF-ფაილების მხარდაჭერა. კომპანიის განცხადებით, პროგრამა შესაძლებლობას იძლევა იმ PDF ფაილების ზომის შემცირება, რომლებიც შექმნილია Apple iLife, iWork, Adobe Creative Suite, Microsoft Word და PowerPoint-ში.

რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის განახლება უფასოა.

წყარო: Apago