Google Apps iPhone-ისათვის

Google-ი აგრძელებს iPhone-ის მფლობელების გახარებას თავისი ყურადღებით. ადრე ჩვენ უკვე ვწერდი, რომ Google-მა გააკეთა თავისი ვებ-გვერდის სპეციალური ვერსია iPhone-ის მფლობელებისათვის. ამჯერად Google-მა გამოუშვა Google Apps-ის სპეციალური ვერსია iPhone-ისათვის.

Google Apps-ი iPhone-ისათვის შეიცავს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა GMail, Picasa, Calendar და ზოგიერთი სხვა. ამავდროულად ისინი ოპტიმიზირებულია სპეციალურად მობილური ტელეფონის ეკრანზე სანახავად. ამის გარდა, მომხმარებელებს შეუძლიათ შეცვალონ მართვის პანელი სურვილისმებრ.

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , . Bookmark the permalink.