პირველი RPG iPhone-ისათვის

დავიწყოთ მცირედი სენსაციით: Flash-ტექნოლოგია ჯერ კიდევ მიუწვდომელია iPhone-ში, სტივის მიერ დაპირებული SDK სავარაუდოდ თებერვალში გამოვა, – თუმცა არც ერთის ქონა და არც მეორეს არსებობა არ გახდა ხელისშემშლელი ფაქტორიiPhone-ისათვის პირველი სამგანზომილებიანი RPG გამოშვებისათვის.

ხელთუქმნელ საოცრებას Sunset-ი ქვია და დადებულია ავტორის, დონალდ ჰეიზის (Donald Hays) საიტზე. თამაშზე მუშაობა ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოდან მიმდინარეობს. თამაშში მოცემულია სამი ტიპის იარაღი, მონსტრებიც სამი ტიპისაა, ხუთი დონე – არაა ძალიან ბევრი, მაგრამ დასაწყისისათვის საკმარისია. Safari-ს მაქსიმალური შესაძლებლობების შეგიძლიათ „გამოწუროთ“ შემდეგ მისამართზე http://iphone.donaldhays.com/sunset/.

ჰო კიდევ – Sunset-ი დაწერილია Javascript-ზე, წყაროს სტრიქონთა რაოდენობა შეადგენს 4777-ს, თამაშისათვის მომზადდა 67 გამოსახულება, დისტრიბუტივის ზომა – ერთნახევარი მეგაბაიტი.

Tags:

WordPress Default is proudly powered by WordPress

Entries (RSS) and Comments (RSS).