iPod touch — პირველი პოპულარული WiFi-პლათფორმა

Apple-ის აზრით, ციფრული დამკვრელების ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი, iPod touch-ი, რომელსაც შეუძლია დაიკვეხნოს გაყიდვების მაღალი ტემპით, მსოფლიოში პირველი მობილური WiFi-მოწყობილობაა, რომელიც განკუთვნილია მომხმარებელთა ფართო ფენებისათვის.

გასული წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში Apple-მა სულ გაყიდა ყველა ტიპის 22,1 მლნ. დამკვრელი. NPD-ს მონაცემებით, Apple-ის წილი აშშ-ში ციფრული დამკვრელების ბაზარზე პრაქტიკულად არ შეცვლილა, მაშინ როდესაც თიღქმის ყველა ევროპულ ბვაზარზე შეინიშნება გაყიდვების ზრდა.