iFixit-მა გამოაქვეყნა MacBook Air-ის დაშლის პროცესის ფოტოები

Web-საიტმა iFixit, რომელიც რეგულარულად აქვეყნებს Apple-ის პორტატული კომპიუტერების და დამკვრელების დაშლა-აწყობის სურათებს, გამოაქვეყნა ახალი კომპიუტერის Apple MacBook Air-ის დაშლის პროცესი.

iFixit-ის ფოტოები ამტკიცებენ ადრე გაჩენილ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ MacBook Air-ის აკუმულატორის გამოცვლა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, აგრეთვე იმასაც, რომ ხისტი დისკის მოცულობა 80 გბაიტი – მაქსიმალურია ამ დროისათვის, ვინაიდან უფრო მოცულობით დისკების ზომა მეტია, ვიდრე 5 მმ და მათი კორპუსში მოთავსება შეუძლებელია.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, – ტრექპადის მართვის მიკროსქემად Broadcom BCM5974-ის გამოყენება – ზუსტად ისეთის, როგორცაა iPhone-ში და iPod touch-ში.

სრული გალერეა — ამ გვერდზე.

წყარო: iFixit

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , . Bookmark the permalink.